სამზარეულო |

საუზმის სამი იდეა ბავშვებისთვის

August 17, 2018 | 17 | batumipress
საუზმის სამი იდეა ბავშვებისთვის

ბლინები და ოლადები ყველა ასაკის ბავშვს განსაკუთრებით უყვარს და მოსწონს. მომზადება მრავალფეროვანი შიგთავსითაა შესაძლებელი, თუმცა გემოს გარდა ბავშვებს ბლინების შეწვის და გადაბრუნების პროცესიც ძალიან ახალისებთ. გთავაზობთ ბლინების 3 პიკანტურ რეცეპტს, რომელიც თქვენს პატარებს მოეწონებათ.

ბლინები ლორითა და ისპანახით

sauzme (4)

მასალად საჭიროა
  • ცომი
  • 140 გრ. ხორბლის ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 25 გრამი გამდნარი კარაქი350 მლ. რძე
  • სიმინდის ზეთი შესაწვავად
  • ბლინის შიგთავსისთვის
  • ლორის 12 ცალი თხელი ნაჭერი
  • 260 გრ. ისპანახი
  • 140 გრ. ყველი
  • 100 მლ. ნაღები
  • სურვილისამებრ: ცოტა წვრილად დაჭრილი ხახვი
  • ერთი პეშვი დაფხვნილი ორცხობილა

ეს პიკანტური, დაბრაწული ბლინები ლორითა და ისპანახით ბავშვებს ძალიან მოეწონებათ:

ერთმანეთს შეურიეთ 2 კვერცხი, შეგრილებული, გამდნარი კარაქი და რძე, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კარგად გაცხელებულ ტაფას მოასხით მცირე რაოდენობის ზეთი, რომ ზედაპირი მთლიანად დაიფაროს.

დაასხით ცომის თხელი ფენა ტაფაზე და 2-3 წუთში, მას შემდეგ რაც დაიბრაწება, ბლინი ამოაბრუნეთ ტაფაზევე, ოსტატურად, ან ნიჩბით.

მოცემული რეცეპტით 7-8 ბლინი ცხვება.

როცა ბლინებს მორჩებით, გაფინეთ გამომცხვარი ბლინის ერთი ფენა ტაფაზე და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ლორი და მოშუშული ხახვი, გადააფარეთ ბლინის შემდეგი ფენა და გადაანაწილეთ ზედაპირზე ერთად არეული ნაღები და ისპანახი, შემდეგ ბლინის ისევ ახალი ფენა და ისევ ლორი და მოშუშული ხახვი, მერე ისევ ისპანახი ნაღებით და ა.შ. სანამ ბლინებს მთლიანად არ აითვისებთ.

ბლინის ბოლო ფენა მოვრთოთ ყველით და მოვაყაროთ დაფხვნილი ორცხობილა, შევდგათ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ჰაერღუმელში და დაბრაწოთ. მიირთვით, სანამ გაცივდება.

ბლინები მოცვით

sauzme (1)

მასალად საჭიროა
  • 200 გრ. ფქვილი
  • 1 ს/კ სოდა
  • 80 გრ. მოცვი
  • ლიმონის ცედრა
  • 200 მლ. რძე
  • 1 კვერცხი
  • მურაბის წვენი
  • კარაქი მოსამზადებლად

ფქვილს შეურიეთ სოდა, ლიმონის ცედრა და ათქვეფილი კვერცხი, ნელ-ნელა დაასხით რძე და შეურიეთ ფქვილი, მანამ სანამ ერთგვაროვან, არაჟნის მსგავს კონსისტენციას არ მიიღებთ. ბოლოს დაამატეთ მოცვი და კარაქწასმულ ტაფაზე შეწვით ორივე მხარეს. ტაფიდან გადმოღებისას ცხელს მოასხით მურაბის წვენი.

კარტოფილის ოლადები

sauzme (3)

მასალად საჭიროა
  • 100 გრ. ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 125 გრ. რძე
  • 1 ს/კ ზეთი
  • 1 ს/დამდნარი კარაქი
  • 1 ს/კ სოდა
  • ტაფამწვარი და ბეკონი სურვილისამებრ

შინ კარტოფილის პიურე თუ მოგრჩათ და აღარავინ მიირთმევს, გადაყრა არ ღირს. ბავშვები გაიხარებენ ინგრედიენტების ერთმანეთში შერევით და პიურესგან ოლადების მომზადებით.

ფქვილს შეურიეთ სოდა, კვერცხი და დამდნარი, შეგრილებული კარაქი. ნელ-ნელა ამატეთ რძე, არაჟნისმაგვარი მასის მიღებამდე. ბოლოს შეურიეთ კარტოფილის პიურე, ისე, რომ მთლიანად გაითქვიფოს ცომში. გამოაცხეთ ცხელ, ზეთმოსხმულ ტაფაზე, სანამ ცომი ოქროსფრად არ დაიბრაწება ორივე მხრიდან.

კარტოფილის ოლადებს განსაკუთრებით უხდება მაწონი ან ბეკონი და ტაფამწვარი.

გემრიელად მიირთვით!